სახელმძღვანელო სკოლის მოსწავლეებისათვის
CENN ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხელვაჩაურის, ქედას, ბორჯომის, ახალციხის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ახორციელებს პროექტს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე. ამ ინიციატივის ფარგლებში შემუშავდა კლიმატის ცვლილების სახელმძღვანელო უფროსკლასელებისათვის, რომელიც 5 თემატურ გაკვეთილს მოიცავს. სახელმძღვანელოში მოკლედ განიხილება ისეთი საკითხები როგორებიცაა: სათბურის ეფექტი, კლიმატის ცვლილების შერბილება და მასთან ადაპტაცია, კლიმატის ცვლილების შესაძლო შედეგები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვ.








