სახელმძღვანელო სკოლის მოსწავლეებისათვის
CENN ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხელვაჩაურის, ქედას, ბორჯომის, ახალციხის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ახორციელებს პროექტს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების თემაზე. ამ ინიციატივის ფარგლებში შემუშავდა კლიმატის ცვლილების სახელმძღვანელო უფროსკლასელებისათვის, რომელიც 5 თემატურ გაკვეთილს მოიცავს. სახელმძღვანელოში მოკლედ განიხილება ისეთი საკითხები როგორებიცაა: სათბურის ეფექტი, კლიმატის ცვლილების შერბილება და მასთან ადაპტაცია, კლიმატის ცვლილების შესაძლო შედეგები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვ.
სახელმძღვანელო მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ დავალებებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარებათ კლიმატის ცვლილებასა და ბუნებრივ კატასროფებთან დაკავშირებული საკითხების გაცნობაში, პირადი პაუსხისმგებლობის გაცნობიერებაში და კონკრეტული ქმედებების განხორციელებაში.
კლიმატის ცვლილების სახელმძღვანელოები პროექტის საპილოტე მუნიციპალიტეტების სკოლებს გადაეცემათ.






